ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონელები ახალი "ნორმალური ყოფის" წინაშე დგანან


იაპონიაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების მეორე დღეს, ტოკიოს მცხოვრებლები, კორონავირუსთან ერთად ცხოვრებით შექმნილი “ახალი ნორმალურობისადმი” მზადების პირობებში, ქუჩებში შვების და შიშის შეგრძნების ნაზავით გავიდნენ.

პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ, ქვეყნის დედაქალაქში და დანარჩენ ოთხ პრეფექტურაში, ორშაბათს საგანგებო მდგომარეობა გააუქმა და განაცხადა, რომ გამარჯვება იქნა მოპოვებული, რადგან ინფიცირების შემთხვევების მთლიანი რიცხვის შედარებით მცირე ნიშნულზე, 16 ათას შემთხვევაზე, შეჩერება მოხერხდა.

სხვა ქვეყნებში დაწესებული მკაცრი კარანტინისგან განსხვავებით, იაპონიამ ბიზნესებს დაკეტვა არ აიძულა და ზოგიერთი მათგანი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდეც გაიხსნა.

ახლა, დაახლოებით შვიდი კვირის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად დასრულდა და ბევრი ადამიანი სამსახურში ბრუნდება ან გარეთ გადის, თუმცა ამას სოციალური დისტანციის დაცვით და პირბადის ტარებით აკეთებს.

45 წლის ნაოტო ფურუკიმ თქვა, რომ დილით მგზავრობისას ჩვეულებრივზე მეტი ადამიანი ნახა, რაც მისთვის ცოტა შემაშფოთებელი იყო: “ჯერ კიდევ ცოტა შეშფოთებული ვარ, შესაძლოა ეპიდემიის მეორე ტალღაც იყოს და ჯერ კიდევ ყურადღებით უნდა ვიყოთ.” თქვა ფურუკიმ.

შემდეგ კვირაში, სიფრთხილის ზომების დაცვით, როგორიცაა კლასების გადანაწილებული გრაფიკები, ბევრი ბავშვი სკოლაში დაბრუნდება.

ტოკიოს გუბერნატორმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ გულდამშვიდებას არ მიეცნენ და ვაქცინის ან მკურნალობის მეთოდის შემუშავებამდე, ყველა უნდა შეეგუოს დისტანციური მუშაობის და მგზავრობის გადანაწილებული გრაფიკის“ახალ ნორმალურ ყოფას”.

ბევრმა კომპანიამ განაცხადა, რომ პერსონალს სახლიდან მუშაობის ნებას დართავს, რკინიგზის ოპერატორმა “ოდაკიუ ელექტრიკ რეილვეიმ” კი გამოაცხადა, რომ მოხმარების მონაცემებს გამოაქვეყნებს, რათა მგზავრებს გადატვირთულ მატარებლებში მოხვედრისთავიდან აცილებაში დაეხმაროს.

ელექტრონიკის გიგანტმა “სონიმ” გამოაცხადა, რომ ივნისში ოფისებში პერსონალის მხოლოდ 30 პროცენტს დაუშვებს, “ჰიტაჩი ლტდ” კი გეგმავს, რომ სამუშაოს მოცულობის ნახევარი სახლებიდან შესრულდეს. “ჰიტაჩის” აღმასრულებელმა ოფიცერმა ჰიდენობუ ნაკაჰატამ ჟურნალისტებს უთხრა: “მუშაობის ახალ პრაქტიკაზე გადასვლას ავაჩქარებთ, სახლიდან მუშაობას ახალ სტანდარტად გადავაქცევთ”.

იაპონიის ბანკის მმართველმა ჰარუჰიკო კუროდამ თქვა, რომ კორონავირუსმა შესაძლოა ქვეყნის ინდუსტრიული სტრუქტურა და ადამიანების საქციელი შეცვალოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG