ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის პრემიერ მინისტრის განცხადება


ტარა ასომ დღეს განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ მისი გამონათქვამები არასწორად იქნა გაგებული

იაპონიის პრემიერ მინისტრის მოადგილეს საკუთარი განცხადებების უკან წაღება მოუხდა მას შემდეგ, რაც მან ნაცისტური გერმანიის კონსტიტუციიდან იაპონიისთვის მისაღები გამოცდილების გაზიარების შესახებ ილაპარაკა. ტარა ასომ დღეს განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ მისი გამონათქვამები არასწორად იქნა გაგებული. მანვე ჟურნალისტები დაარწმუნა, რომ ნაცისტური გერმანიის მთავრობაზე მას უკიდურესად უარყოფითი შეხედულება აქვს.

ტარა ასომ, რომელიც ასევე იაპონიის ფინანსთა მინისტრია, ორშაბათს გაკეთებულ გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ იაპოანიას შეუძლია ნაცისტური მთავრობის ტაქტიკით ისარგებლოს. გერმანიის მთავრობამ, ასოს თქმით, ქვეყნის კონსტიტუცია ისე შეცვალეს, რომ ეს ვერავინ შენიშნა.
XS
SM
MD
LG