ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოკიო აფრიკაში მილიარდს დააბანდებს


ინვესტიციების გარკვეული ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვას, უსაფრთხოების გამყარებასა და კონტრ-ტერორისტულ ძალისხმევას მოხმარდება

იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ტოკიო მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს ჩადებს ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად. ინვესტიციების გარკვეული ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვას, უსაფრთხოების გამყარებასა და კონტრ-ტერორისტულ ძალისხმევას მოხმარდება.

იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ ეს განცხადება კვირა დაილას ტოკიოს აფრიკის განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.

ეს 32 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის ნაწილია, რომელსაც იაპონიის მთავრობა და კერძო სექტორი აფრიკის განვითარებას მოახმარს.

აბეს განცხადებით, საინვესტიციო პროგრამებისთვის 5 წლიანი გეგმაა შედგენილი და მისი დანიშნეულება იაპონური კომპანიების აზიის კონტინენტით დაინტერესებაა.
XS
SM
MD
LG