ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დრიმლაინერების“ პრობლემა


აკუმულატორების გაუმართაობის გამო იაპონიის ავიაკომპანიას თვითმფრინავების საგანგებო დაჯდომა არაერთხელ მოუწია

იაპონიის ყველაზე დიდი ავიაკომპანია აცხადებს, რომ ბოინგ 787-ზე ტექნიკური პრობლემები ბოლო დროს რამოდენიმეჯერ განმეორდა, რის გამოც თვითმფრინავის უსაფრთხოების საერთაშორისო განხილვა დაინიშნა. საუბარია „დრიმლაინერების“ აკუმულატორებზე, რომლის გაუმართაობის გამო იაპონიის ავიაკომპანიას თვითმფრინავების საგანგებო დაჯდომა არაერთხელ მოუწია. უკანასკნელი ინციდენტი 16 იანვარს მოხდა. რამდენიმე დღით ადრე კი აკუმულატორი ამერიკის აეროპორტში, ქალაქ ბოსტონშიც აალდა.

შეერთებული შტატების სატრანსპორტო უსაფრთხოების რეგულაციების მიხედვით აკუმულატორების გამოცვლა უნდა მოხდეს, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გამოძიება დასრულებული არ არის და დეფექტის ზუსტი მიზეზების დასახელება ამ დროისთვის შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG