ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის ახალი ლიდერი ფუმიო კიშიდა იქნება


იაპონიის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის შიდა არჩევნებზე გაიმარჯვა ფუმიო კიშიდამ. ის ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია. კიშიდას გამარჯვება შიდაპარტიულ არჩევნებზე ნიშნავს, რომ ის სულ რამდენიმე დღეში იაპონიის პრემიერ-მინისტრი გახდება.

პრემიერის პოსტზე ფუმიო კიშიდა არაპოპულარულ იოშიდე სუგას ჩაანაცვლებს. სუგამ ოფისში სულ ერთი წლის ყოფნის შემდეგ გადაწყვიტა, რომ კენჭს პარტიის ლიდერად აღარ იყრიდა და პრემიერობიდან გადადგა. ახალ პრემიერს იაპონიის პარლამენტი სავარაუდოდ ორშაბათის სესიაზე დაამტკიცებს.

ლიბერალ-დემოკრატებში ფუმიო კიშიდას მთავარი ოპონენტი ვაქცინაციის მინისტრი ტარო კონო იყო. კიშიდამ კენჭისყრის მეორე ტურზე 257 ხმა მიიღო, ოპონენტმა კი - 170.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG