ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში


კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც ახალი ცუნამის საშიშროება გამოიწვია.

ამასობაში სპეციალურ კომბინიზონებში გამოწყობილი ასობით პოლიციელი აგრძელებს იაპონიის დაზიანებული ატომური ელექტროსადგურის მახლობლად დაღუპული ადამიანების ცხედრების ძებნას.

სამძებრო სამუშაოებს 250 პოლიციელი შეუერთდა ტოკიოდან, რომელბმაც ადგილობრივი სამართალდამცავები შეცვალეს.

იაპონიის ხელისუფლება დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევს ფუკუშიმას ატომური ელეტროსადგურის რაიონში მცხოვრებ 2000-მდე ადამიანს. თუმცა უშუალოდ ელეტროსადგურის გარშემო 20 კილომეტრის რადიუსში შეჩერებულია ყველანაირი სამაშველო სამუშაოები მაღალი რადიაციის გამო.

იაპონიის პოლიციის განცხადებით ნაპოვნია ცუნამისგან დაღუპული 12 600 ადამიანის გვამი, დაახლოებით 15 000 კაცი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

XS
SM
MD
LG