ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში საერთაშორისო ინსპექტორები ჩადიან


იაპონიაში საერთაშორისო ინსპექტორები ჩადიან
იაპონიაში საერთაშორისო ინსპექტორები ჩადიან

ტოკიოს ელექტრომომარაგების კომპანია ფუკუშიმას დაზიანებულ ბირთვულ სადგურზე სარემონტო სამუშაოებს განაგრძობს. თუმცა, კომპანიაში შიშობენ, რომ ერთერთ რეაქტორში შესაძლოა რადიაციით დაბინძურებული წყლის გაჟონვა ხდებდეს. კომპანიის ოფიციალური პირების განცხადებით რეაქტორის შესაკეთებლად სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და ამის მიზანს სადრენაჟო სისტემის აშენება წარმოადგენს, რაც დაბინძურებული წყლის ამოტუმბვისთვის აუცილებელი ღონისძიებაა. ამის შემდეგ კი ეს წყალი გაგრილების სისტემაში გაივლის ცირკულაციას. ამავდროულად იაპონიის მთავრობის განცხადებით მომავალ კვირას იაპონიას საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დელეგაცია ეწვევა. ისინი ფუკუშიმას სადგურზე მომხდარი კატასტროფის დეტალებს გამოიძიებენ. ამის შესახებ იაპონის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა იოკიო ედანომ განაცხადა. მისი თქმით, ოცკაციანი დელეგაცია იაპონიაში ჩავა და ისინი ივნისში ვენაში დაგეგმილი მინისტერიალისთვის დეტალური მოხსენებას მოამზადებენ. დელეგაციას ბრიტანელი ინსპექტორი მაიკ ვეიტმანი ხელმძღვანელობს, დასძინა ედანომ.

XS
SM
MD
LG