ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმას ელექტროსადგურზე მდგომარეობა სტაბილურდება


ფუკუშიმას ელექტროსადგურზე მდგომარეობა სტაბილურდება

როგორც ბირთვული ენერგიის დარგში გაეროს ექსპერტებმა განაცხადეს იაპონიის გადაწყვეტილება კრიზისის უმაღლესი დონის კლასიფიცირების თაობაზდე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფუკუშიმა დაიჩის ქტომურ ელექტროსადგურზე მდგომარეობა გაუარესდა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა განაცხადა, რომ მდგომარეობა სტაბილურდება ფუკუშიმა დაიჩის ელექტროსადგურზე. ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბირთვული ენერგიის უსაფრთხოების საკითხებში დენის ფლორიმ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად ფუკუშიმას ელექტროსადგურიდან გაჟონილი რადიაცია თავის დროზე ჩერნობილის ელექტროსადგურიდან გაჟონილი რადიაციის მხოლოდ ათ პროცენტს უდრის. მისივე თქმით ფუკუშიმას გარშემო რვა პრეფექტურაში ჩატარებულმა შემოწმებამ ცხადჰყო ის ფაქტი, რომ საკვებ პროდუქტებში ან საერთოდ არ არის რადიაცია ან რადიაციის დონე ძალზე დაბალია.

XS
SM
MD
LG