ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმას საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო


ტოკიოს საოლქო სასამართლომ გაამართლა ტოკიოს ელექტრო ენერგიის კომპანიის სამი ყოფილი ხელმძღვანელი, რომელთაც 2011 წელს, ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში, ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის სამი რეაქტორის ავარიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალი ჰქონდათ წარდგენილი.

პროკურორებმა კომპანია “ტეპკო”-ს ყოფილ თავმჯდომარე ცუნეჰისა კაცუმატას და ყოფილ ვიცე პრეზიდენტებს, საკაე მუტოს და იჰირო ტაკეკუროს, ბრალი პროფესიულ გულგრილობაში დასდეს. რადგან არ იმოქმედეს კვლევის შესაბამისად, რომელიც აჩვენებდა, რომ შესაძლო იყო ფუკუშიმა ცუნამის საფრთხის გამო რისკის ქვეშ აღმოჩენილიყო. სამეულს ასევე ბრალი დასდეს 40-ზე მეტი ადამიანის სიკვდილში, რომელიც ელექტროსადგურთან ახლო ტერიტორიიდან იძულებითი ევაკუაციის შემდეგ გარდაიცვალა.

ტრაგედიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალი მხოლოდ კაცუმატას, მუტოს და ტაკეკუროს წაუყენეს. პროკურორები სასამართლოსგან ყოველი პირისთვის ხუთწლიან პატიმრობას ითხოვდნენ. საქმის განხილვა ორ წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა.

2011 წელს, 9 ბალიანმა მიწისძვრამ მასიური ცუნამი გამოიწვია, რომელმაც 20 ათასი ადამიანი იმსხვერპლა და ფუკუშიმას სამი რეაქტორის ავარია გამოიწვია, რომელიც 1986 წელს მომხდარი ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე დიდი ატომური ავარია იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG