ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში თავდამსხმელმა სკოლის მოსწავლე და მამაკაცი მოკლა


სკოლის მოსწავლე და ერთი ადამიანი იქნა მოკლული ტოკიოსთან ახლოს ქალაქ კავასაკიში დანით თავდასხმის შედეგად. სკოლის მოსწავლეები ავტობუსის გაჩერებაზე იდგნენ, როცა კაცი, რომელიც ორივე ხელში დანით იყო შეიარაღებული მათ თავს დაესხა.

იაპონიის ეროვნული მაუწყებლის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა მოგვიანებით ყელში დანის ჩარტყმით თავი მოიკლა. ის დაახლოებით 50 წლისაა. თავდასხმის შედეგად 30 წლის მამაკაცი და 12 წლის გოგონა გარდაიცვალა და სამი ადამიანი დაიჭრა. პოლიციისთვის თავდამსხმელის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელიც იაპონიაში მის ვიზიტს ასრულებს, იაპონელ ხალხს მიუსამძიმრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG