ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი სასამართლო საქმით ნავალნის დამატებით 10 წლით პატიმრობა ემუქრება


ალექსეი ნავალნი მეუღლესთან და ადვოკატებთან ერთად, პოკროვის კოლონიაში დაწყებული სასამართლოს ვიდეო-ეკრანზე

ქალაქ პოკროვის ნომერ მეორე გამოსასწორებელ კოლონიაში დღეს რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო. 2020 წელს აღძრული სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, მას ბრალად თაღლითობა ედება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოპოზიციის ლიდერს დამატებით 10 წლის პატიმრობით ემუქრება. თავად ნავალნი ბრალდებას უარყოფს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

სასამართლო პროცესს პოკროვში, რომელიც მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობს, მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლო უძღვება. ნავალნიმ ბოლო წელი განსხვავებული ბრალდებით სწორედ ამ კოლონიაში გაატარა. სასამართლო პროცესზე დაუშვეს მისი მეუღლე იულია ნავალნაია. კოლონიის სააქტო დარბაზში მიმდინარე პროცესს ჟურნალისტებიც ესწრებიან, ოღონდ - ვიდეო და ტელეკამერების გარეშე.

ნავალნის თავისივე ორგანიზაციის "ანტიკორუფციული ფონდი" თანხების მითვისების და მოსკოვის სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ბრალდებები აქვს წაყენებული. კერძოდ, 45 წლის იურისტს თავდაპირველი განცხადებით, ბრალდების მხარე $4.7 მილიონის ოდენობის შემოწირულობების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებას ედავებოდა.

თუმცა, სასამართლოს დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ნავალნის თანაშემწე ლეონიდ ვოლკოვმა თქვა, რომ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ბრალდების მხარისვე წარდგენილი დოკუმენტებით, თანხის რაოდენობა არა მილიონებს, არამედ 33 770 დოლარს შეადგენს.

XS
SM
MD
LG