ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლის ექიმი კანდიდატურას ხსნის


თეთრი სახლის ექიმმა ადმირალმა რონი ჯექსონმა ვეტერანების საქმეების ადმინისტრაციის მდივნის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ჯექსონის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კანონმდებლების მიერ მისი პროფესიული საქმიანობის გამოძიების დაწყება. ბრალდებებს შორის სამსახურში არაპროფესიული ქცევა და ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებით მოხმარებაა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება თავად ჯექსონმა უნდა მიიღოს. მოგვიანებით ტრამპი და ჯექსონი ერთმანეთს შეხვდნენ. ვეტერანების საქმეთა ადმინისტრაციას 377 000 თანამშრომელი ჰყავს და ის 13 მილიონი ამერიკელი ვეტერანის საქმეებს კურირებს.

თეთრი სახლის სპიკერმა სარა ჰაკაბი სანდერსმა გუშინ განაცხადა, რომ ჯექსონის საქმიანობა თეთრ სახლში მაღალი მოწონებითაა შეფასებული.

ჯექსონის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნამდე, კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენლებმა მისი მოსმენა გადადეს. ამის მიზეზი მიმდინარე გამოძიება იყო, რომელიც ჯექსონის სამსახურში ქცევას და შექმნილ გარემოს იძიებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG