ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გბაგბო ბუნკერში ჩაიკეტა


გბაგბო ბუნკერში ჩაიკეტა
გბაგბო ბუნკერში ჩაიკეტა

კოტ-დივუარის ურჩი ლიდერის ლორენ გბაგბოს არმიის უფროსმა ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა, მას შემდეგ რაც თავად გბაგბო ქალაქ აბიჯანში სახლის ბუნკერში ჩაიკეტა. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული პრეზიდენტი ალასან ოუტარას სამხედრო დანაყოფებმა გბაგბოს ბოლო სიმაგრეებზე მიიტანეს იერიში. ქალაქ აბიჯანში ბრძოლები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. გბაგბოს არმიის ხელმძღვანელი გენერალმა ფილიპე მანგუმ თავშესაფარი თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის ელჩის სალში ითხოვა, თუმცა მოგვიანებით კვლავ დაბრუნდა თავის პოზიციაზე. გუშინ გაეროს კუთვნილმა ვერტმფრენმა გბაგბოს ბანაკის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. საფრანგეთის განცხადებით, გაეროს მოთხოვნის შესაბამისად შეტევაში მონაწილეობას სწორედ ფრანგული დანაყოფი ღებულობდა.

XS
SM
MD
LG