ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს რომში, იტალიის სახელმწიფო და ფინანსურმა პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ტერორისტთა ორი ძლიერი ქსელი გამოააშკარავეს. პოლიციამ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე 20 სახლი გაჩხრიკა. დაკავებულია 14 ადამიანი. მათ შორის 11 სირიელია და 3 მაროკოელი.

შინაგან საქმთა მინისტრის, მარკო მინიტის განცხადებით, ორივე ქსელი განეიტრალებულია. ისინი დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, თუმცა დაკავებულთა შორისაა ერთი ადამიანი, რომელსაც კავშირი ორივესთან ჰქონდა.

წინასწარი მონაცემებით, იტალიაში ჩამოყალიბებული ქსელი ჯიჰადისტური ორგანიზაცის მიერ იყო ორგანიზებული. ისინი სარდინიაში და ლომბარდიაში მდებარეობდა. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ მათ კავშირი ჰქონდათ სირიაში მოქმედ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებთან, კერძოდ - „ალ-ნუსრას ფრონტის“ ტერორისტებთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG