ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომში შვეიცარიის საელჩო ააფეთქეს


რომში შვეიცარიის საელჩო ააფეთქეს
რომში შვეიცარიის საელჩო ააფეთქეს

იტალიის ოფიციალური პირების განცხადებით, რომში მდებარე შვეიცარიის საელჩოში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

პოლიციის განცხადებით აფეთქება დღეს მოხდა, როცა დაშავებულმა საელჩოში მიტანილი ამანათი გახსნა.

სამშაბათს რომში რამდენიმე საეჭვო პაკეტი იპოვეს, რამაც ქალაქის მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ერთ-ერთი მათგანი მეტროს მატარებლის ვაგონში აღმოაჩინეს. ის სადენებით და ფხვნილით იყო სავსე. ექსპერტების შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პაკეტი ვერ აფეთქდებოდა და ამასთან მატარებელში, რომელშიც ის აღმოაჩინეს იმ დროისთვის მგზავრები არ იყვნენ.

XS
SM
MD
LG