ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგოში იტალიის ელჩი მოკლეს


კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იტალიის ელჩი მოკლეს. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანამხად, ელჩს გზაზე ჩაუსაფრდნენ და მის ავტომობილს თავს დაესხნენ.

მოკლე განცხადებაში, რომელიც სამინისტრომ გაავრცელა ნათქვამია, რომ ლუკა ათანასიო ქალაქ გომაში, გაეროს სტაბილიზაციის მისიის კოლონიაში ყოფნის დროს მოკლეს. განცხადების მიხედვით, დაღუპულია იტალიის კიდევ ერთი მოქალაქე, პოლიციელი, რომელიც ელჩს თან ახლდა.

სააგენტო "როიტერი" ვირუნგას ეროვნულ პარკზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა გატაცების მიზნით მოხდა და ელჩისა და პოლიციელის მკვლელობით დასრულდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG