ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეის კედლის ჩამონგრევას იძიებენ


პომპეის კედლის ჩამონგრევას იძიებენ
პომპეის კედლის ჩამონგრევას იძიებენ

ყოველწლიურად დაახლოებით 2 ნახევარი მილიონი ტურისტი პომპეის სტუმრობს. არქეოლოგების შეფასებით, პომპეი, მსოფლიოს უძველესი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

რომის იმპერიის ულამაზესი ქალაქი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ 79 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე განადგურდა.

ქალაქის ნანგრევების აღმოჩენა 17 საუკუნით გვიან შემთხვევით მოხერხდა. მოგვიანებით, აღმოჩენილი ქალაქის კედლის 8 კვადრატული მეტრის მონაკვეთის ჩამოშალა ძლიერმა წვიმებმა განაპირობა. ერთი წლის თავზე კი გლადიატორების ცნობილი სახლი დაინგრა.

იტალიის არქეოლოგთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი თზაო ცერვოლიმ პოპმეის საკითხის შესწავლას ხანგრძლივი დრო მოანდომა:

„გასულ წელს პომპეის სტრუქტურის შესწავლის შესახებ ახალი ანგარიში მივიღეთ. ეს ყოველწლიურად ხდება, კველვისათვის ფონდების არასაკმარისი რაოდენობა შემაშფოთებელია.“

იტალიის პრეზიდენტმა დაზიანებული კულტურული განძის არასათანადო დაცვას ეროვნული სირცხვილი უწოდა.

პოლიტიკური ოპოზიცია ყოფილი პერმიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის კაბინეტს კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად გამოყოფილი თანხების შემცირებაში ადანაშაულებს.

მდგომარეობის გამოსაწორებლად ევროკავშირმა დახმარება გადაწყვიტა. სწორედ ამიტომ, ევროკომიისის წევრი ჯოჰანეს ჰანი პომპეიში, კედლის ჩამონგრევიდან, უმალვე ჩავიდა:

„ჩვენ, იტალიისათვის, სპეციალური კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა გვაქვს, რომლის ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი, კერძოდ 105 მილიონი ევრო პომპეის სამუშაობზე დაიხარჯება,- „ განაცხადა ჯოჰანეს ჰანმა.

თუმცა არქეოლოგ თზაო ცერვოლს მიაჩნია რომ დაფინანსების ამ სახით გამოყოფა არასწორია. იგი, პომპეის მმართველობას თანხების არამართებული ხარჯვის გამოც აკრიტიკებს. სანაცვლოდ, ეს უკანასკნელი კი, ქალაქის დაზიანების საკითხში სტიქიას ადანაშაულებს; კოკისპირულმა წვიმებმა, პომპეის გარდა, სხვა ცნობილი მონუმენტებიც დააზარალა; რომის კოლიზიუმის მიწისქვეშა ნაწილი წყლით დაიტბორა, რამაც კედლიდან ქვების ჩამოცვენა განაპირობა. წყალმა, ასევე, რომის ფორუმის ნაწილიც დაფარა.

სწორედ ამიტომ, არქეოლოგები შიშობენ რომ არასაკმარისი ფონდების არსებობა იტალიის კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხეს უქმნის და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, კულტურული ღირებულების უძველესი საგანძური შესაძლოა სრულებით განადგურდეს.


XS
SM
MD
LG