იტალიის საზღვაო ძალებმა 24 საათის განმავლობაში 1000-ზე მეტი მიგრანტი გამოიყვანეს ხმელთაშუა ზღვიდან, რომლებიც იტალიაში შესვლას ცდილობდნენ. ზამთრის პრეიოდში ხმელთაშუა ზღვაში ნავიგაცია პატარა ნავებისთვის განსაკუთრებით რთულია.
იტალიის საზღვაო ძალების განცხადებით, პარასკევს სამაშველო ოპერაციის შედეგად 832 ადამიანი იქნა ზღვიდან ამოყვანილი, რამდენიმე საათით ადრე კი 233 მიგრანტი იქნა გადარჩენილი.
იტალიის მთავრობამ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაძი ზღვაზე პატრულირება გაამკაცრა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მიგრანტებით სავსე გემი ლამპედუსკასთან ჩაიძირა და ბორტზე მყოფი 359-ვე ადამიანი დაიღუპა.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, აფრიკაში და სირიაში მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა მიგრანტების რაოდენობაც, რომლებიც უკეთესი ცხოვრების ძიებაში, იტალიის გავლით ევროპაში ცდილობენ შესვლას.