ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გემ „კოსტა ალეგრადან“ ევაკუაცია დასრულდა


ინდოეთის ოკეანეში ჩაძირული იტალიური საკრუიზო გემიდან „კოსტა ალეგრადან“ მგზავრების უვნებლად გადაყვნა ხმელეთზე საბოლოოდ მოხერხდა.

წითელმა ჯვარმა 1000-ზე მეტ დაზარალებულ მგზავრს პირველადი დახმარება დროულად აღმოუჩინა.

შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ, იტალიურ საკრუიზო გემ „კოსტა ალეგრაზე“ გაჩენილი ხანძრის გამო კაპიტანმა გემის მართვა ვეღარ შეძლო და სეიშელის კუნძულებზე მარცხი განიცადა. „კოსტა ალეგრა“ სეიშელის კუნძულებისაკენ მიემგზავრებოდა. გემი იმავე კომპანიის მფლობელობაში შედიოდა, რომელსაც „კოსტა კონკორდია“ ეკუთვნოდა. ამ უკანსაკნელმა იტალიის სანაპიროსთან კატასტროფა რამდენიმე კვირის წინ განიცადა.

XS
SM
MD
LG