ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორის ჯონსონს ვაჟი შეეძინა - ახალშობილი დაუნინგ-სტრიტზე 


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონსა და მის საცოლეს, კერი საიმონდსს ვაჟი შეეძინათ. ბავშვი ლონდონის საავადმყოფოში ოთხშაბათს, მოსალოდნელზე ოდნავ ნაადრევად დაიბადა.

საიმონდსი ადრე ამბობდა, რომ ბავშვი ზაფხულის დასაწყისში უნდა დაბადებულიყო. რაც შეეხება ბორის ჯონსონს, უცნობია, შეძლებს თუ არა ის დეკრეტული შვებულების გამოყენებას როგორც მშობელი, მაშინ როდესაც ქვეყანა საუკუნის მანძილზე ჯანდაცვის უმწვავესი კრიზისის წინაშეა.

"პრემიერ მინისტრი და მის საიმონდსი სიხარულით გაცნობებენ, რომ ამ დილით მათ ლონდონის ჰოსპიტალში ჯანმრთელი ვაჟი შეეძინათ. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ", - განაცხადა პრემიერის პრეს-სპიკერმა და წყვილის სახელით სამედიცინო გუნდს მადლობა გადაუხადა.

ბავშვის სახელის შესახებ ჯერჯერობით მედიამ არაფერი იცის. თუმცა, ბორის ჯონსონისთვის ეს თვე და ეს კვირა ნამდვილად გამორჩეულია, ის სამუშაო კაბინეტს ორშაბათს მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც კოვიდ-19-ით ინფიცირების გამო, საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარკვეული დროის გატარება მოუხდა. გავრცელებული ცნობებით, მსუბუქი სიმპტომები მის საცოლესაც აღენიშნებოდა, თუმცა ის მალევე გამოჯანმრთელდა.

ახალშობილი დაუნინგ-სტრიტზე

დაუნინგ-სტრიტზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ახალშობილს ხშირად არ უცხოვრია. თუმცა, ბოლო წლებში ეს უფრო მეტჯერ მოხდა, ვიდრე - მანამდე. 2010 წელს ქალიშვილი დევიდ კამერონს და მის მეუღლეს, სამანტას შეეძინათ. 2006 წელს კი ლეო, ტონი ბლერისა და მისი მეუღლის, შერის ვაჟი დაიბადა. მანამდე კი ბოლო ახალშობილები დაუნინგ-სტრიტზე 1848-49 წლებში დაიბადნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG