ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი: სტამბოლის აფეთქებაში ეჭვმიტანილი სირიელი თვითმკვლელია


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაეპ ერდოღანი აცხადებს, რომ სამშაბათს სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი სირიელი თვითმკვლელია, აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

სატელევიზიო გამოსვლაში ერდოღანმა თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის როგორც თურქი, ასევე უცხოელი მოქალაქეები არიან.

აფეთქება სტამბოლის ცნობილ ტურისტულ სულთან აჰმეტის უბანში მოხდა, სადაც ერთმანეთის გვერდი-გვერდ ლურჯი მეჩეთი და აია სოფიას ტაძარი მდებარეობს.

XS
SM
MD
LG