ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა საზღვაო სარაკეტო თავდაცვის სისტემა პირველად გამოიყენა


საპორტო ქალაქ ეილატში, ისრაელმა პირველად გამოიყენა საზღვაო სარაკეტო თავდაცვის სისტემა წითელი ზღვიდან მოახლოებული დრონის ჩამოგდების მიზნით.

ეილატი, ირანის მხარდაჭერილი იმენური დაჯგუფების, "ჰუტების" ხშირი სამიზნეა. "ჰუტები" ღაზაში მიმდინარე ომში, "ჰამასს" უჭერენ მხარს და შურისძიების მიზნით, გამუდმებით ესხმიან თავს ისრაელს.

სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, ისრაელმა სარაკეტო ნავები წითელ ზღვაში განათავსა. ერთ-ერთმა სარაკეტო ნავმა ჩამოაგდო დრონი ახალი სისტემით, სახელწოდებით C-გუმბათი.

„ისრაელის თავდაცვის ძალების საარის მე-6-კლასის კორვეტის სარაკეტო ხომალდმა წარმატებით შეაჩერა დრონი, რომელიც აღმოსავლეთიდან მიუახლოვდა და ეილათის ყურის მიდამოში შევიდა“, - ნათქვამია სამხედროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის კონტრაქტორის თქმით, C-გუმბათი იმავე ჩამჭრელებს იყენებს , რომელსაც ხმელეთზე დაფუძნებული რკინის გუმბათი. ის ებრძვის მოკლე დისტანციაზე მოქმედ რაკეტებს და დრონებს. რკინის გუმბათს ისრაელის დასაცავად, მრავალსაფეხურიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა გააჩნია და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საჰაერო თავდაცვის სისტემად მიიჩნევა.

XS
SM
MD
LG