ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ქალაქ ღაზას ორი მხრიდან უტევს


ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში ჩატარებული რეიდის დროს, 29 ოქტომბერი, 2023 წ.
ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში ჩატარებული რეიდის დროს, 29 ოქტომბერი, 2023 წ.

30 ოქტომბერს, ისრაელის არმიის ქვედანაყოფებმა ტანკების თანხლებით, ღაზაზე იერიში ორი მხრიდან აღმოსავლეთის და დასავლეთის ფლანგიდან მიიტანეს. ამას გარდა, ისრაელი აგრძელებს ინტენსიურ საჰაერო იერიშებს.

ამ ფონზე, იზრდება საერთაშორისო ზეწოლა ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ახლა უკიდურესად ესაჭიროება საწვავი, საკვები და სუფთა წყალი.

ისრაელმა პალესტინელთა ანკლავში სახმელეთო ოპერაციები სამი დღის წინ დაიწყო. სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოების პარალელურად, ისრაელის არმიის ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მათ შეტევა 600-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ "გაანადგურეს ათეულობით ტერორისტი, რომლებიც შენობებსა და გვირაბების ლაბირინთებში იმალებოდნენ და ჯარებზე თავდასხმას ცდილობდნენ". ისრაელი ასევე აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის იყო "ჰამასის" ოთხი ცნობილი მებრძოლი. ისრაელმა პარასკევს გვიან ღამით შეტევის წინ, განაახლა მოწოდებები ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, გადაადგილებულიყვნენ ანკლავის ჩრდილოეთიდან სამხრეთში.

გაეროს განცხადებით, ღაზის ჩრდილოეთში მდებარე საავადმყოფოებში თავს 117 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს. ამას გარდა იქ ათასობით პაციენტი, ექიმი და სამედიცინო პერსონალია. ღაზის სექტორში, რომელსაც დაჯგუფება "ჰამასი" აკონტროლებს, ჯანდაცვის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ისრაელის იერიშების გამო, სულ ცოტა, 7 000 პალესტინელია მოკლული.

მეოთხე კვირა დაიწყო მას შემდეგ, რაც ისრაელმა ომი გამოუცხადა პალესტინელთა ისლამისტურ დაჯგუფება "ჰამასს". ეს იყო პასუხი ერთი დღით ადრე, 7 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმაზე, როცა "ჰამასის" მეომრები ისრაელის სამხრეთ ნაწილში შეიჭრნენ. მოულოდნელმა შეტევამ ისრაელში დაახლოებით 1 400 ადამიანი იმსხვერპლა. "ჰამასის" მეომრებმა 200-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს და ათასობით ადამიანი დაჭრილი, ან დაშავებული დატოვეს.

ეს ისრაელის ბოლო ათწლეულების ისტორიაში ყველაზე მსხვერპლიანი თავდასხმა იყო. შეერთებულ შტატებს "ჰამასი" უცხოეთის ტერორისტული დაჯგუფებების სიაში 1997 წლის შემდეგ ჰყავს შეყვანილი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG