ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არიელ შარონი კრიტიკულ მდგომარეობაშია


85 წლის არიელ შარონს ინსულტი 2006 წელს დაემართა და მას შემდეგ კომაში იმყოფება

არიელ შარონი კრიტიკულ მდგომარეობაშია - აცხადებს ზივ როშტეინი, იმ საავადმყოფოს ხელმძღვანელი, რომელშიც ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოლო 7 წლის მანძილზე მკურნალობს. 85 წლის არიელ შარონს ინსულტი 2006 წელს დაემართა და მას შემდეგ კომაში იმყოფება.

ზივ როშტეინი შიშობს, რომ ექპსრემიერის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, ბოლო ორი დღის მანძილზე შარონის მდგომარეობა გაუარესდა: რამდენიმე ორგანო არ ფუნქციონირებს, ან ნაკლებად ფუნქციონირებს.

არიელ შარონი ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა წინააღმდებობებით მოცული ფიგურაა. მან 2005 წელს ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღო და ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარი და ახალმოსახლეები გამოიყვანა, რითაც წერტილი დაუსვა ტერიტორიის 38-წლიან სამხედრო კონტროლს.
XS
SM
MD
LG