ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მხარეები ერთმანეთს იერუსალიმში ხვდებიან


ისრაელსა და პალესტინას შორის ივნისში მოლაპარაკებები ვაშინგტონში გაიმართა

დღეს, იერუსალიმში, ისრაელელი და პალესტინელი დელეგატები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან. ბოლო სამი წლის მანძილზე ეს იქნება პირველი სერიოზული მცდელობა მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობის დასარეგულირებლად.

ისრაელსა და პალესტინას შორის ივნისში მოლაპარაკებები ვაშინგტონში გაიმართა, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ პალესტინელი ლტოლვილების ბედზე, ისრაელის სამოსახლოებსა და მომავალი პალესტინური სახელმწფოს საზღვრებზე ცხრა თვის განმავლობაში იმსჯელებდნენ.

დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ორივე მხარეს ესმის საკითხის მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი საზღვრების დადგენისა და უსაფრთხოების თემები. კერი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინელთა ლიდერს მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა.
XS
SM
MD
LG