ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი თურქეთს ბოდიშს უხდის


ბოდიშის მოხდა 2010 წელს თურქეთის ფლოტილიაზე განხორცილებული რეიდს უკავშირდება

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ანკარას ბოდიში მოუხადა 2010 წელს თურქეთის ფლოტილიაზე განხორცილებული რეიდის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ნეთანიაჰუს განცხადებთ იგეგმება ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზება.

დიპლომატიური უერთოერთობების და ელჩების აღდგენის ფაქტს ადასტურებენ ორივე ქვეყნის ოფიცილაური პირები. შერიგების პოლიტიკა პრეზიდენტ ობამას ძალისხმევას უკავშირდება, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ვიზიტის ფარგლებში სამი დღე ისრაელში იმყოფებოდა.

ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის ოფიციალური პირების განცხადებით, შეთანხმება სატელეფონო საუბრის დროს შედგა ისრაელის პრემიერსა და მის თურ კოლეგას, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის.
XS
SM
MD
LG