ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთ-ისრაელის ურთიერთობები ფლოტილიას შემდეგ


თურქეთ-ისრაელის ურთიერთობები ფლოტილიას შემდეგ
თურქეთ-ისრაელის ურთიერთობები ფლოტილიას შემდეგ

შარშან რამდენიმე გემმა ისრაელის მიერ ღაზას სექტოზე დაწესებული ეკონომიკური ბლოკადის დარღვევა სცადა. ფლოტილიას თურქული გემი „მავი მარმარა“ მიუძღვოდა. ისრაელის სპეც-დანიშნულების რაზმების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, რომლის მიზანიც ფლოტილიის შეჩერება იყო, თურქეთის ცხრა მოქალაქე დაიღუპა.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც შარშან სცადა ისრაელის ბლოკადის გარღვევა წელს ისევ ემზადება ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის ჩასატანად.

ადამიანის უფლებები, თავისუფლებებისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის დირექტორი ბულენტ იელდრიმი აცხადებს, რომ ფონდი მორიგ ფლოტილიას ამზადებს ღაზაში შესასვლელად. თუმცა ამჯერად ფლოტილიაში ყველა ევროპული ქვეყნის გემი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის თურქული „მავი მარმარაც.“ წინააღმდეგობის მოძრაობა იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ღაზაზე ბლოკადა არ მოიხსნება.

შარშან ისრაელის შეიარაღებეული ძალების მიერ თურქეთის მოქალაქეების მოკვლამ ორ ქვეყნას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა - მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი და თურქეთი უახლოესი მოკავშირეები იყვნენ რეგიონში. ინციდენტიდან უკვე 12 თვე გავიდა და ანკარასა და თელ ავივს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია. თურქეთი ისრაელს დაღუპულთა ოჯახებისთვის ფულადი ანაზღაურების გადახდას და ბოდიშის მოხდას ითხოვს, ისრაელი კი ამის შესრულებაზე უარს აცხადებს.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ღაზას მიმართულებით მორიგი ფლოტილიის გაგზავნის შესახებ, ისრაელის ელჩმა თურქეთში ანკარას ღონისძიების აღკვეთისკენ მოუწოდა. თურქი დიპლომატები კი, მათ შორის სემილ იენელი აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქციისთვის ხელის შეშლის საშუალება არ აქვს:

„ეს არ არის სამთავრობო აქცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაძაბულობის მორიგი ტალღა ავიცილოთ თავიდან. ღონისძიებას არა-სამთავრობო ორგანიზაცია ატარებს. ისევე როგორც პირველის შემთხვევაში, ჩვენ ვერც მეორე ფლოტილიის შეჩერებას შევძლებთ. თუ გემები ღაზას მიმართულებით გაემართებიან, ჩვენ მათ კიდევ ერთხელ ვთხოვთ კეთილგონივრულად იმოქმედონ, თუმცა კეთილგონივრება ისრაელს უფრო მეტად სჭირდება.“

სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორი ნური მერტი ამბობს, რომ თურქეთის მთავრობას ადვილად შეუძლია ფლოტილიის შეჩერაბა, გამომდინარე იქიდან, რომ ჰუმანიტარულ ფონდსა და თურქეთის მმართველ პარტიას შორის ახლო კავშირები არსებობს და მათ პოლიტიკური ისლამის საერთო საფუძვლები აქვთ. თუ ღაზას სექტორისკენ მორიგი ფლოტილია გაემართება, თურქეთსა და ისრაელს შორის დაპირისპირების გადაჭრის შესაძლებლობები გართულდება. მერტის თქმით:

„დარეგულირების ნებისმიერი შანსი გადაიდება. ჩვენ ყველა დავრწმუნდებით იმაში, რომ მთავრობას წინა ფლოტილიასთან კავშირი ჰქონდა და ახლა მომდევნო აქციისთვის ემზადება. ისინი მთავრობასთან ძალიან არიან დაახლოებული და მთავრობა, რა თქმა უნდა მათ შეჩერაბას არ ეცდება.“

ყველდღიური გაზეთი „ჰაბერთურკის“ ანალიტიკოსი სოლი ოზელი ამბობს, რომ ისრაელთან დაპირისპირება თურქეთის მთავრობას ამ ეტაპზე განსაკუთრებით აწყობს. მმართველი პოლიტიკური ძალის, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მხარდამჭერები ისრაელის მიმართ მკაცრ პოლიტიკას ემხრობიან. შესაბამისად, ივნისში დაგეგმილი არჩევნების ფონზე, პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტიას ისრაელთან ურთიერთობის გაფუჭების გამო ამომრჩევლების მხარდაჭერის დაკარგვის შიში არ აქვს:

„არჩევნების წინ თურქეთის მთავრობა ისეთს არაფერს გააკეთებს, რომ ხალხმ ის იფიქროს, რომ თურქეთი ისრაელის მოთხოვნებს ემორჩილება. იმედი მაქვს,რ ომ ყველაფერი ინციდენტების გარეშე ჩაივლის და ორივე მხარე წინა შემთხვევასთან შედარებით მეტ გონივრულობას გამოიჩენს.“

პოლიტიკური მიმომხილველების აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რეგიონში კიდევ ერთი კრიზისი არავის აწყობს. თუმცა რამდენიმე კვირაში ფლოტილიის გამგზავრებასთან ერთად, მორიგი დაპირისპირებისთვის მზად უნდა ვიყოთ.

XS
SM
MD
LG