ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში ახალი მემარჯვენე მთავრობა შესაძლოა მალე დამტკიცდეს


ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამშაბათს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მთავრობის ჩამოყალიბებისკენ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მისი საკოალიციო პარტნიორების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ცვლილებები დაამტკიცა.

ნეთანიაჰუმ არჩევის შემდეგ პირობა დადო, რომ იქნება ყველა ისრაელელის პრემიერი, როცა ის ერთ-ერთ ყველაზე მემარჯვენე მთავრობას უხელმძღვანელებს ქვეყნის ისტორიაში.

მიუხედავად მისი მემარჯვენე და რელიგიური პარტიების ბლოკის ნოემბრის არჩევნებში მყარი გამარჯვებისა, ნეთანიაჰუს თითქმის ორი თვე დასჭირდა მის მოკავშირეებთან შეთანხმების მისაღწევად, რომლებიც ძალაუფლების მნიშვნელოვან წილს ითხოვენ, მათი მხარდაჭერის სანაცვლოდ.

სამშაბათის ცვლილებები ისრაელის სამთავრობო კანონში საშუალებას მისცემს „რელიგიური სიონიზმის“ პარტიის კანდიდატს, დაიკავოს მეორე მინისტრის პოსტი თავდაცვის სამინისტროში. ეს კი პარტიას ფართო უფლებამოსილებას მიანიჭებს ებრაული დასახლებების გასაფართოებლად დასავლეთ სანაპიროზე - ტერიტორიაზე, რომელსაც პალესტინელები პოტენციურად მათი სახელმწიფოს ნაწილად თვლიან.

მეორე შესწორება საშუალებას მისცემს არიე დერს, რელიგიური, „შასის“ პარტიის ლიდერს, იმსახუროს მინისტრად, მიუხედავად საგადასახადო თაღლითობის გამო მისი ნასამართლობისა.

დერი, სავარაუდოდ, ორ წელიწადში ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე იმსახურებს „რელიგიური სიონიზმის“ პარტიის ლიდერთან, ბეზალელ სმოტრიჩთან შეთანხმებული როტაციის შედეგად.

მაგრამ კანონის მიღებიდან მალევე, ისრაელის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ ის განიხილავს მეცნიერთა, აკადემიკოსთა და ყოფილ დიპლომატთა ჯგუფის სარჩელს, დერის დანიშვნასთან დაკავშირებით.

კანონმდებლობის ცვლილებით, პოლიციაზე ახალი უფლებამოსილებები მიენიჭება რადიკალური "ებრაული ძალის" პარტიის ხელმძღვანელს იტამარ ბენ-გვირს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს.

კანონმდებლობამ, უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვის დაპირებასთან ერთად, კოალიციის წევრების გეების საწინააღმდეგო განცხადებებმა და მოწოდებებმა, რომ ბიზნესმა უარი თქვას ხალხის მომსახურებაზე რელიგიურ ნიადაგზე, შეაშფოთა ლიბერალი ისრაელელები და ქვეყნის დასავლელი მოკავშირეები.

საპასუხოდ, ნეთანიაჰუმ არაერთხელ აღნიშნა, რომ ის დაიცავს სამოქალაქო უფლებებს და არ დაუშვებს, რომ ზიანი მიადგეს ქვეყნის არაბულ უმცირესობას ან ლგბტქ თემს. მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუ თავის ახალ მთავრობას 29 დეკემბერს დაამტკიცებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG