ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ განაცხადა, რომ ის ხელს მოაწერს ჰოლოკოსტის შესახებ მიღებულ წინააღმდეგობრივ კანონპროექტს. კანონი სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებს მათ, ვინც პოლონეთის მოქალაქეებს ბრალს დასდებს ნაცისტური გერმანიის მიერ ჰოლოკოსტის დროს პოლონეთში ჩადენილ დანაშაულებში.

ანჟეი დუდას განცხადებით, მართალია, მისი ხელმოწერით, კანონი ძალაში შედის, მაგრამ ის ამავე დროს განსახილველად გაეგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოს. უმაღლესი სასამართლო კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობას შეისწავლის.

ტერმინი "ჰოლოკოსტი" აერთიანებს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური მთავრობის და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებულ მასობრივ გენოციდს ებრაელების, ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების წინააღმდეგ.

კანონპროექტი პოლონეთის სენატმა იანვრის ბოლოს დაამტკიცა, რამაც ისრაელის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ისრაელში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს ებრაელების წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილ დანაშაულში, პოლონელების მონაწილეობის უარყოფას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG