ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელ-პალესტინის ლიდერები მოლაპარაკებებს განაგრძობენ


ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ისრაელ-პალესტინის ლიდერები მოლაპარაკებებს განაგრძობენ და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის უმთავრეს საკითხებს განიხილავს.

ჰილარი კლინტონმა ეს განცხადება იერუსალიმში გააკეთა, სადაც ის ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნათანიაჰუსა და პალესტინის პრეზინდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდება, სამმხრივი მოლაპარაკებები სავარაუდოდ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უკანონო დასახლებებს შეეხება.

სახელმწიფო მდივანმა ისრაელში ვიზიტი პრეზიდენტ შიმონ პერესთან შეხვედრით დაიწყო. ჟურნალისტებთან შეხვედრისას მან აღნიშნა:

“მე ორივე მხარესთან როგორც ინდივიდუალური, ასევე ერთობლივი შეხვედრა მქონდა. მე მათი გულწრფელი და დამაჯერებელი საუბარი მოვისმინე. ისინი საქმის გარშემო საუბრობენ და უახლოვდებიან იმ საკითხის გადაწყვეტას, რომელიც მხოლოდ პირის პირ მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი. ვფიქობ ისინი სრული სერიოზულობით აღიქვამენ იმ შეთანხმების მიღწევის აუცილებლობას, რომელიც ორ მხარეს მშვიდობიანი თანაცხოვრობის უფლებას მისცემს.”

ჰილარი კლინტონი ნათანიაჰუსა და აბასთან მოლაპარაკებების გამართვამდე, ისრაელის ოფიციალური პირების შეხვდება. აღსანიშნავია, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებები უკვე აწარმოეს ეგვიპტეში, მაგრამ კონკრეტული შედეგის გარეშე.

XS
SM
MD
LG