ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი დაძაბულობა ისრაელის საზღვართან


ისრაელის ჯარისკაცი ოპერაციის დროს და ახლოს მიმავალი პალესტინელები

წუხელ ისრაელმა გატაცებული ბავშების დაბრუნების მიზნით სპეცოპერაცია ჩაატარა, რაც ორივე მხრიდან ცეცხლის გახსნით დასრულდა

ისრაელმა წინა კვირას გატაცებული სამი ბავშვის გამოხსნის მიზნით ღამით ოპერაცია განახორციელა. შედეგად, ისრაელის არმიას და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა. სკოლიდან მომავალი თინეიჯერი ბიჭების გატაცებაში ისრაელი ბრალს ჰამასს დებს, თუმცა პალესტინელთა სამხედრო დაჯგუფება ამ ბრალდებას უარყოფს. პალესტინელთა პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ სამთავრობო ძალები ისრაელს ბავშვების პოვნაში ეხმარებიან.

ისრაელის არმიის განცხადებით, პალესტინელების მხრიდან დღეს იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების სროლის ფაქტები დაფიქსირდა, რამაც ისინი აიძულა საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დაპატიმრებულია დამატებით 30 ადამიანი. მხოლოდ ბოლო კვირის მანძილზე დაჭერილ პალესტინელთა რიცხვი უკვე 280-ს აღწევს. ისრაელი მათ ჰამასის წევრებად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG