ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის სამხედრომ ღაზის სექტორში პალესტინელი მოკლა


ღაზის სექტორში ისრაელის შეიარეღებული ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი პალესტინელი დაიღუპა. ეს ისრაელსა და პალესტინურ ორგანიზაცია ჰამასს შორის 8 დღიანი შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტის შემდეგ პირველი მსხვერპლია.

პალესტინელი სამედიცინო პერსონალი აცხადებს, რომ ანქარ ქდეიჰს მაშინ ესროლეს, როცა ის სხვა ადამიანებთან ერთად ისრაელითან გამყოფ ღობეს მიუახლოვდა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, რომ ქდეიჰი ღობეზე პალესტინური დროშის აღმართვას ცდილობდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ჯარისკაცებმა ინციდენტამდე გამაფრთხილებელი სროლა განახორციელეს. ჰამასს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ამ ფონზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს განაგრძობს. ხუთშაბათს ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა:

„მოლაპარაკებები უკვე მეხუთე თვეა მიმდინარეობს. ყველთვის ვიცოდით ის, რომ მშვიდობის მიღწევა გრძელი და რთული პროცესია, თუმცა არა შეუძლებელი.“
XS
SM
MD
LG