მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე შეიარაღებული დაპირისპირების დროს ისრაელის არმიამ პალესტინელი თინეიჯერი მოკლა. საბრძოლო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის ტერიტორიიდან სამი თინეიჯერი გაუჩინარდა.
პალესტინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოჰამედ დუდინი პარასკევს სოფელ დურასთან დაიღუპა. ის ცეცხლსასროლი იარაღით მკერდში იყო დაჭრილი.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რეიდი ხუთშაბათს ღამით დაიწყო. ისრაელის ჯარისკაცები პალესტინელების წინააღმდეგ, რომლებიც მათ ქვებითა და მოლოტოვის კოქტეილებით ესხმიან, ცოცხალ ამუნიციას იყენებენ.
რეიდის დაწყებიდან დაღუპულია ორი და დაკავებულია 300 პალესტინელი.