ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძარში წლინახევრის ბავშვი დაიღუპა


მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მომხდარ ხანძარში წლინახევრის პალესტინელი ბავშვი დაიღუპა და ბევრი დაშავდა.

ისრაელის პოლიცია იტყობინება, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მომხდარ ხანძარში წლინახევრის პალესტინელი ბავშვი დაიღუპა და ბევრი დაშავდა. ოფიციალური წყაროების მიხედვით ხანძარი სოფელ დუმაში დღეს დილით გაჩნდა.

ისრაელის ჯარები ხანძრის მოწყობაში ეჭვმიტანილებს ეძებენ. სამართალდამცავები ფიქრობენ, რომ თავდასხმა ებრაელი ექსტრემისტების ორგანიზებულია. პალესტინელი ოფიციალური პირებიც ინციდენტში ბრალს ისრაელს დებენ და წლინახევრის ბავშვის დაღუპვაში პასუხისმგებლობას ებრაელ ექსტრემისტებს აკისრებენ.

იერიში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც დაგმო და განაცხადა, რომ ამ საშინელი ფაქტით შოკირებულია. „ეს ყველა ნიშნით ტერორიზმის აქტია. ისრაელის სახელმწიფო იმის მიუხედავად, თუ ვისი ორგანიზებულია ის, მტკიცედ იდგება ტერორიზმის წინააღმდეგ“ - განაცხადა მან.

.

XS
SM
MD
LG