ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესზე იმსჯელებს


ჯონ კერი სტიყვით გამოდის
ჯონ კერი სტიყვით გამოდის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს იმსჯელებს იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს ისრაელსა და პალესტინელებს შორის რთული კონფლიქტის მოგვარებას.

ეს საკითხი კერისთვის მთავარი იყო, როცა 2013 წლის თებერვალში სახელმწიფო დეპარტამენტში უმაღლესი პოსტი დაიკავა. თუმცა, წლობით გაგრძელებულმა მოლაპარაკებებმა, დაძაბული სამმხრივი დიპლომატიის ჩათვლით, პრობლემის ორი სახელმწიფოს ფორმულით გადაწყვეტა ვერ მოახერხა. ასეთი გადაწყვეტა, კერის მშვიდობის მიღწევის ერთადერთ გზად მიაჩნია.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე, კერის მხოლოდ ერთი თვე რჩება. შეთანხმება რომ შედგეს კიდეც, ის ისრაელის და პალესტინელთა ლიდერებთან ფოტოზე ის არ იქნება აღბეჭდილი, მაგრამ სახელმწიფო მდივანი დარჩენილ ვადაში ყველაფრის გაკეთებას ცდილობს, რაც ამ საქმისთვის საჭიროდ მიაჩნია.

XS
SM
MD
LG