ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკებები ისრაესა და პალესტინას შორის


ისრაელი და პალესტინა საკვანძო საკითხების განხილვას იწყებენ. ამის შესახებ განცხადება, ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ მითჩელმა განაცხადა.

ბენიამინ ნათანიაჰუმ და მაჰმუდ აბასმა სამ მხრივი მოლაპარაკებები ამერიკის სამხელმწიფო მდივანთან ერთად ეგვიპტეში დღეს დაიწყეს.

ჰილარი კლინტონის განცხადებით:

“მე ვფიქრობ, რომ ორივე მხარისთვის ეს დიდი შესაძლებლობების მომენტია. ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ მხარეები, რომ წელს, მშვიდობის მიღწევის შანსი გამოიყენონ, რადგან თუ ეს მცდელობა სწორი გზით არ წარიმართება, შედეგების წინასწარმეტყვენება არც ერთ მხარეს ძალუძს.”

ჯორჯ მიტჩელის განცხადებით, მოლაპარაკებები სწორი გზით გრძელდება, მაგრამ უმთავრეს საკითხზე, რაც პალესტინის ტერიტორიაზე ებრაელთა ჩასახლებას ეხება, მითჩელს პროგრესის მიღწევის შესახებ არ უსაუბრია.

XS
SM
MD
LG