ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ბინების მშენებლობა ისრაელში


გაერო გმობს დასახლებების გაფართოების ახალ ტალღას ისრაელ-პალესტინის საზღვარზე

ისრაელმა დამატებით 1 200 ბინის მშენებლობა დაამტკიცა, რომელიც იერუსალიმის გარეუბანში 1967 წელს დამტკიცებულ საზღვრებს გარეთ მდებარეობს. ორშაბათს გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს იერუსალიმის სამშენებლო კომიტეტმა პროექტი საბოლოოდ დაამტკიცა.

930 ბინის მშენებლობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, დაახლოებით 300 კი მოგვიანებით გილოში აშენდება, რომელიც პალესტინის ქალაქ ბეთლემთან მდებარეობს. ეს მხოლოდ ნაწილია იმ 5 300-ბინიანი მშენებლობის, რომელიც ისრაელის ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას დაამტკიცეს. ისინიც 1967 წლის საზღვრებს გარეთ, ე.წ. „მწვანე ზოლის“ მიღმა იმყოფებიან.

ისრაელის დასახლებების გაფართოების ახალი ტალღა, ამერიკის გამოკლებით, გაეროს უშიშროების კომიტეტის ყველა წევრმა დაგმო და ისრაელს მისი სასწრაფო შეწყვეტისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG