ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი მხარდაჭერას კარგავს?


ისრაელმა ამ დასახლებების მშენებლობა გაეროში პალესტინისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შემდეგ მიიღო

ევროპის ქვეყნებმა დაგმეს ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილება აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი ებრაული დასახლებების მშენებლობის შესახებ. ისრაელმა ამ დასახლებების მშენებლობა გაეროში პალესტინისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შემდეგ მიიღო. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრებმა პალესტინელებმა ნიუ იორკიდან დაბრუნებულ პალესტინის პრეზიდნტს მაჰმუდ აბასს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს.
ამ გადაწყვეტილების მიღების დროს გაერომ პირველად იხმარა პალესტინასთან დაკავშირებით სიტყვა სახელმწიფო.

აღსანიშნავია, რომ ისრაელმა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მხარდაჭერა დაკარგა ამ საკითხთან დაკავშირებით.

რეზოლუციის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე 3000 ახალი ებრაული დასახლების აშენების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ამის გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ისრაელის ელჩებს საკუთარი უკმაყოფილების შესახებ მოახსენეს.
საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კვლავაც გააგრძელებს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების დაცვის პოლიტიკას. როგორც ისრაელის საერთაშორისო ცენტრის პროფესორი აბრაამ დისკინი ამბობს, "გაეროს რეზოლუციას სიმბოლური ხასიათი ჰქონდა და პალესტინელებს დიდად არაფერში წაადგება:“ ეს კიდევ უფრო გაზრდის ანტაგონიზმს. რაიმეს მიღწევა მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად შეიძლება და ისრაელის და პელსტინელების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ დაძაბულობის გაზრდას შეუწყობს ხელს.“ ექსპერტების აზრით გაეროში პალესტინის პრეზიდენტის ვიზიტი მისი პოპულარობის გაზრდას ემსახურებოდა, რომელიც გვარაინად შეირყა ჰამასის და ისრაელის სამხედრო დაპირსპირების დროს ღაზაში.

როგორც პოლიტოლოგი თალალ ოკალი ამბობს: “ფათას და ჰამასის შორის ის განსხვავებაა, რომ ჰამასმა იცის რაც უნდა და მზად არის ამისთვის გარკვეული მსხვერპლიც გაიღოს, როდესაც სხვებს ხელის განძრევა არ უნდათ.“

როგორც ღაზას უნივერსიტეტის პროფესორი მხაიმარ აბუსადა აცხადებს: “ჰამასი აღარ არის იზოლირებული და ევროპელები და ამერიკელები მზად არიან მასთან მოლაპარაკების დასაწყებად. ჰამასის ბოიკოტირების პოლიტიკა კრახით დამთავრდა.“

ჰამასმა ღაზას სექტორში არჩევნები 5 წლის წინ მოიგო და ამჟამად ისრაელის ბლოკადის გარღვევას ცდილობს. თუმცა, ისრაელი მასთან ურთიერთობის დამყარებაზე უარს აცხადებს, რადგან ჰამასი არ აღიარებს ისრაელის სახელმწიფოს. ჰამასის და ისრაელის დაპირისპირებაში შუამავლობა ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ იკისრა, მაშინ როდესაც მაჰმუდ აბასი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამის გამო გაეროში მან რადიკალური პოზიცია დაიჭირა და რამალაში პატრიოტული სიტყვა წარმოთქვა. ანალიტიკოსების აზრით, პალესტინელთა შორის არსებული დაპირისპირების პირობებში ისრაელთან სამშვიდობო პროცესის დაწყება არარეალურია.
XS
SM
MD
LG