ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი დაკითხა


მიტინგი ნეთანიაჰუს სახლთან

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს დილით პოლიციამ დაკითხა. გამოძიება მის კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის ბრალდებებს ეხება.

როცა პოლიცია ნეთანიაჰუს სახლთან მივიდა, იქ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ უკვე დემონსტრაცია მიმდინარეობდა. საპროტესტო მიტინგზე მიტანილ ბანერებზე ეწერა - "კრიმინალ-მინისტრი".

გამოძიებაში ფიგურირებს ტელეკომუნიკაციების კომპანია. ნეთანიაჰუმ კომპანიისთვის მომგებიანი რეგულაციები გამოსცა. არსებობს ეჭვი, რომ სანაცვლოდ, პრემიერ-მინისტრი მედიაში მისთვის სასარგებლო გაშუქებას ითხოვდა.

ამას გარდა, პოლიცია ნეთანიაჰუს კიდევ ორ საქმეზე დაკითხავს. ორივე საქმე მის სავარაუდო კორუმპირებულ საქმიანობასთან დაკავშირებით აღიძრა.

პრემიერ-მინისტრი ბრალდებებს უარყოფს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ეს ყოველივე სხვა არაფერია, თუ არა მედიის მიერ მის წინააღმდეგ დაწყებული "კუდიანებზე ნადირობა".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG