ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის პრემიერი კორუფციის ბრალდებებს უარყოფს


ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კორუფციის ბრალდებებს უარყოფს.

"არც მე და არც ვინმე სხვა არ გეგმავს არჩევნებს", განაცხადა ნეთანიაჰუმ. "ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ერთად მუშაობა ისრაელის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, ჩვენი ვადის დასრულებამდე", ამბობს ნეთანიაჰუ და დასძენს, რომ მისი მთავრობა "სტაბილურია" და პოლიციის განცხადება, რომ მას კორუფციაში უნდა დასდონ ბრალი, სიმართლეს არ ეფუძნება.

პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს თვეების განმავლობაში მიმდინარე გამოძიება უძღოდა წინ. გამომძიებლები იკვლევდნენ იღებდა თუ არა ნეთანიაჰუ ძვირადღირებულ საჩუქრებს მილიარდერებისგან, მათ შორის, ისრაელში დაბადებული ჰოლივუდის პროდიუსერის არნონ მილქანისგან ან ავსტრალიელი მედია მაგნატის, ჯეიმს პაკერისგან.

ისრაელის გენერალურ პროკურორს ჯერ განცხადება არ გაუკეთებია იმის შესახებ, წარუდგენს თუ არა ბრალს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. თუმცა ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ეს განცხადებები და ბრალდებები "უშედეგოდ დასრულდება".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG