ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქნესეთმა ახალი მთავრობა დაამტკიცა


პრეზიდენტ ობამას ისრაელში ვიზიტამდე ორი დღით ადრე ქნესეთმა ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პარლამენტს, ქნესეთს მთავრობის 22- კაციანი გუნდი დასამტკიცებლად წარუდგინა.

სამთავრობო კოალიციის შექმნის გადაწყვეტილებას ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდის“ ალიანსსა და სეკულარულ „ეშ-ადიტის“ პარტიას , ასევე მემარჯვენე- ცენტრისტულ პარტიას „ჩვენი სახლი ისრაელია-ს“ და პატარა ცენტრისტულ პარტიას შორის ხელი პარასკევს მოეწერა.

პოლიტიკურ ბლოკებს შორის მინისტრთა კაბინეტში პოსტებთან დაკავშირებული შეუთანხმებლობის გამო კაბინეტის დამტკიცების პროცესი რამდენიმე კვირით შეფერხდა.

ახალი ხელისუფლების საზრუნავი იქნება რიგი საერთაშორისო დონის საკითხების მოგვარება, მათ შორის არის არსებული მტრობა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და ჩიხში შესული სამშვიდობო პროცესი პალესტინასთან.

პრემიერმა ნეთანიაჰუმ მთავრობის სამოქმედო გეგმაში პირველ საკითხად ქვეყნის უსაფრთხოება შეიყვანა.პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს რომ ისინი ძირითადი საფრთხეების წინაშე დგანან.

მისი თქმით, მართალია თეირანი უარყოფს, თუმცა ირანი ძალიან აქტიურად აწარმოებს ბირთვულ იარაღს. ასევე საფრთხეს შეიცავს სირიაში შექმნილი ქიმიური და სხვა ხელნაკეთი იარაღი, რომელიც შესაძლოა ტერორისტების ხელში აღმოჩნდეს.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მთავრობის პირველი პრიორიტეტი ამერიკის და ისრაელის მოქალაქეების დაცვა იქნება.

თუმცა, ამასთანავე განაცხადა ისიც, რომ ისრაელს პალესტინასთან ხელი სამშვიდობოდ აქვს გაწვდილი. მან პალესტინელებს მოუწოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ. ოთხწლიანი ჩიხური სიტუაცია ებრაელთა დასახლებების გაფართოვების გამოც გამწვავდა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ "ისტორიული კომპრომისის დროა, რომელმაც კონფლიქტი ერთხელ და სამუდამოდ საბოლოოდ უნდა დაასრულოს."

როგორც ნეთანიაჰუ აცხადებს, ეს იქნება მთავარი განსახილველი საკითხი ბარაკ ობამასთან შეხვედრის დროს ოთხშაბათს, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელში ვიზიტს დაიწყებს.

ისრაელის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ამ ვიზიტის დროს მას ექნება საშუალება პირადად მოუხადოს მადლობა ამერიკის პრეზიდენტს ისრაელის უსაფრთხოებისთვის გაწეული მხარდაჭერის გამო.

ბარაკ ობამას ვიზიტის დროს დაგეგმილია მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასთან და იორდანიის მეფესთან აბდულასთან შეხვედრაც.

ისრაელის სატელევიზიო არხისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა რომ იგი მოუწოდებს ისრაელის პრემიერ მინისტრს რომ გაძლიერდეს შეთანხმება ორი ქვეყნის ლიდერს შორის რათა კონფლიქტი ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოდ მოგვარდეს.
XS
SM
MD
LG