ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს


ხუთშაბათს, ისრაელში პატივი მიაგეს ჰოლოკოსტის დროს დაღუპულ 6 მილიონ ებრაელს. ქვეყანამ მემორიალური სიგნალებით პატივი მიაგო, ასევე იმათაც, ვინც კორონავირუსის ვაქცინაციის ასეთი წარმატებული კამპანია ჩაატარა.

ისრაელში მოსახლეობის 57%-ს უკვე მიღებული აქვს კოვიდ 19-ის ვაქცინის ერთი დოზა მაინც. ამის გამო, ქვეყანაში ინფექციის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების გამო, ისრაელში მოხუცებულთა სახლების ვიზიტორებისთვის გახსნა დაიწყეს. ქვეყანაში კორონავირუსს გადარჩენილ 180,000 მოხუცს ახლა თავისი ოჯახის წევრების ნახვის საშუალება ისევ აქვს.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, ვირუსმა 900 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მოხუცებულთა სახლებში. სულ ისრაელში, 6,270 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ-19-ის დიაგნოზით.

პრემიერი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოსაგონარ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ მოსახლეობის ნაწილმა დროულად ვერ მიიღო ვაქცინა, თუმცა დიდი ნაწილი წარმატებული ვაქცინაციის წყალობით, ახლა უსაფრთხოდაა. "თქვენ რეკორდულ დროში აიცერით", თქვა ბეინამინ ნეთანიაჰუმ.

პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოსახსენებლად სანთლები დაანთეს და მათი სახელები და გვარები ხმამაღლა წაიკითხეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG