ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელსა და ჰამასს შორის ზავი ძალაშია


ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ზეიმობენ, 21 მაისი, 2021 წელი, AFP-ს ფოტო
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ზეიმობენ, 21 მაისი, 2021 წელი, AFP-ს ფოტო

ისრაელსა და ჰამასს შორის პარასკევს დადებული ზავის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ღაზას აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაში დაეხმარება. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კი ისრაელს და პალესტინელებს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს.

11 დღის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური იყო, ეგვიპტის მედიაციით შეწყდა.

შეთანხმების შემდეგ ღაზაში ერთ-ერთი შენობის ნანგრევებში ხუთი ადამიანის გვამი იპოვეს. ამით პალესტინელების მხარეს მსხვერპლის რაოდენობა 243-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 66 ბავშვია. ასევე დაშავებულია 1,900 ადამიანი და ღაზაში დანგრეულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი და ათასობით სახლი.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ისრაელის ერთი ჯარისკაცი და 12 სამოქალაქო პირი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG