ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში ბოლო ორ წელში, მეოთხე არჩევნები გაიმართება


ისრაელში მარტში ვადამდელი არჩევნები გაიმართება. არჩევნების ჩანიშვნის მიზეზი, ქვეყნის პარლამენტში, ქნესეთში ბიუჯეტის საკითხზე შეუთანხმებლობა გახდა. ეს ისრაელისთვის, ბოლო ორ წელში მეოთხე საპარლამენტო არჩევნებია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ წინასაარჩევნოდ გამომწვევის წინაშეა. ერთი მხრივ იმის გამო თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა კოვიდ-19-ის პანდემიას და მეორე მხრივ, მას პასუხის გაცემა უწევს, კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე. ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს.

ისრაელის ლიდერს, რომელიც წინამორბედებთან შედარებით ყველაზე დიდი ხანია ქვეყანას მართავს, ახლა უკვე მემარჯვენე მხარეზეც ეყოლება მეტოქე. ნეთანიაჰუს, მისი პარტიის ყოფილი წევრი, გიდეონ საარი დაუპირისპირდება. გამოკითხვების მიხედვით, საარს პოპულარობა ნეთანიაჰუსას თითქმის უტოლდება.

თავდაცვის მინისტრმა, ცენტრისტმა პოლიტიკოსმა, ბენი განცმა, ერთიანობის მთავრობა მაისში ჩამოაყალიბა მას შემდეგ, რაც 2019 წლის აპრილის შემდეგ ჩატარებული სამი არჩევნებით მთავრობის შექმნა ვერ მოხერხდა.

ნეთანიაჰუ პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქამდე დარჩება, სანამ მარტის არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობა არ ჩამოყალიბდება.

ნეთანიაჰუ 71 წლისაა. ის პირველად პრემიერ-მინისტრის პოსტზე 1996-1999 წლებში მსახურობდა, ხოლო 2009 წლის შემდეგ ქვეყანას უწყვეტად მართავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG