თელ-ავივი აცხადებს, რომ შეიარაღებულმა ძალებმა სირიის სამხედრო თვითმფრინავი ისრაელის საჰაერო სივრცის გადაკვეთის გამო ჩამოაგდეს. ორი “პატრიოტის” ტიპის ამერიკული რაკეტის გაშვება დღეს მას შემდეგ მოხდა, რაც საბრძოლო თვითმფრინავმა ისრაელის ტერიტორია გადაკვეთა.
“ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აკვირდებოდა საბრძოლო თვითმფრინავის მოძრაობას, რომელმაც ისრაელის საჰაერო სივრცეში იფილტრაცია დაახლოებით 2 კილომეტრის სიღრმეში განახორციელა” - ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. ისრაელის არმიის რადიოს მიერ გადაცემულ რეპორტაჟში აცხადებენ, რომ პილოტის მდგომარეობა გაურკვეველია.
სირიის სახელმწიფო მედია საპირისპირო ვერსიას ავრცელებს. დამასკო ამტკიცებს, რომ სირიის სამხედრო თვითმფრინავის სამიზნეში ამოღება არა ისრაელის, არამედ სირიის საჰაერო სივრცეში მოხდა.
Facebook Forum