ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა სირიაში ირანულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში


ისრაელი აცხადებს, რომ მისმა საჰაერო საბრძოლო თვითმფრინავებმა სირიაში მდებარე ათეულობით ირანულ სამხედრო სამიზნეზე მიიტანეს იერიში. ქვეყნის განცხადებით, ეს იყო ისრაელის მიერ ოკუპირებული გოლანის მაღლობებზე ირანის შეიარაღებული ძალების სარაკეტო თავდასხმაზე საპასუხო ქმედება.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მისი საჰაერო თავდასხმის სამიზნე იყო დაზვერვის ობიექტები, იარაღის საცავები და ლოჯისტიკური ცენტრები. გარდა ამისა მათ სირიის რამდენიმე საჰაერო თავდაცვითი სისტემაც გაანადგურეს.

თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ ისრაელმა „სირიაში მდებარე თითქმის ყველა ირანულ ინფრასტრუქტურას დაარტყა“. მანვე დასძინა: "იმედია ჩვენ დავასრულეთ ეს თავი და ეს ყველასთვის გასაგებია".

ირანი სირიის მოკავშირეა და ის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს სამხედრო დახმარებასაც უწევს. რუსეთმა, რომელიც სირიის პრეზიდენტის კიდევ ერთი მოკავშირეა, ქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდა. ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG