ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში თავდასხმის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა


ისრაელში თავდასხმის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა
ისრაელში თავდასხმის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ ისრაელში კოორდინირებული თავდასხმის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით თავდასხმა სატვირთო მანქანებზე, ეგვიპტის მახლობლად, სინაის ნახევარკუნძულის საზღვარზე განხორციელდა. შედეგად 25 ადამიანი დაშავდა.

ისრაელის სამხედროების ინფორმაციით თავდასხმელებმა ქალაქ ბეერშებადან ეილატში მიმავალი ავტობუსი დაწვეს. მათ ასევე ცეცხლი გაუხსნეს სამხედრო პატრულის მანქანას.

ისრაელის სამხედრო მინისტრის ეჰუდ ბარაკის თქმით აღნიშნულ ინციდენტს ტერორისტების კვალი ეტყობა, რომელიც ღაზას სექტორში არსებული ჰამასის ორგანიზაციასთან არიან დაკავშირებულნი.

XS
SM
MD
LG