ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს საფრთხის წინააღმდეგ გეგმა აქვს


ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომ საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების ფონზე საქართველოს, ისევე როგორც ყველა ქვეყნის მთავრობას, საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე ზრუნვა მართებს. ელჩმა საქართველოსთან უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.

ამავე თემაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ამ დროისთვის რაიმე მყისიერი საფრთხე არ არსებობს. მინისტრის თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოს მომზადებული აქვს გეგმები, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა საჭირო, მათ შორის, “საზღვრის კონტროლის გამკაცრება და ის კონკრეტული ზომები, რომელიც მოემსახურება იმას, რომ არ მოხდეს შემოღწევა ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელი ელემენტების.”

XS
SM
MD
LG