ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ოთხშაბათს ირანის პარლამენტზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. ამის შესახებ ინფორმაცია დაჯგუფების საინფორმაციო სააგენტო „ამაქ“-მა მომხდარიდან რამდენიმე საათში გაავრცელა. ირანში ეს დაჯგუფების მიერ განხორციელებული პირველი ტერაქტია.
თავდასხმები ერთდროულად მოხდა ქვეყნის პარლამენტსა და აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმზე.
ირანულ მედიაში თავდასხმაში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელდება, თუმცა ამ ცნობებში საერთო ისაა, რომ მონაწილეთა შორის იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები და ერთი თვითმკვლელი ტერორისტი, რომელმაც ნაღმი მავზოლეუმში ააფეთქა.
ირანული მედიის ნაწილი იტყობინება, რომ პარლამენტში მყოფი ოთხი თავდამსხმელია მოკლული.
ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ ირანის შიიტ უმრავლესობას „ჭეშმარიტი რწმენისგან განდგომილებად“ მოიხსენიებს და ამბობს, რომ „ისინი სიკვდილს იმსახურებენ“
Facebook Forum