ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" თავის მოკვეთის კიდევ ერთ ვიდეოს აქვეყნებს


ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. "ისლამური სახელმწიფო"

ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დაჯგუფების განცხადებით ნაჩვენებია რუსი სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლის თავის მოკვეთა. ისლამური სახელმწიფოს თქმით ეს ადამიანი ევგენი პეტრენკოა, რომელიც რუსულმა სპეცსამსახურებმა ჯგუფზე ინფორმაციის შეგროვების მიზნით ჩრდილოეთ კავკასიაში მიავლინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.

ვიდეოში, რომელსაც დაჯგუფება ავრცელებს, მსხვეპლი საუბრობს, რომ მისი დავალება ომარ ალ-შიშანის იგივე თარხან ბარითაშვილის წრეში შეღწევა იყო.

შიშანი ქისტი ჯიჰადისტი და სირიაში დაჯგუფების ყოფილი ხელმძღვანელია. ამერიკული სადაზვერვო სამსახურების თქმით, ბარითაშვილი 2016 წელს იქნა მოკლული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG